Netflix-ს გააჩნია ბაზარზე სავარაუდოდ ყველაზე უფრო სრულყოფილი სტრიმინგ კატალოგი.
როგორც ორიგინალი, ასევე ლიცენზირებული კონტენტის უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც Netflix-ი სთავაზობს თავის მომხმარებელს, არის ნამდვილად შთამბეჭდავი.
არ გჯერათ? ვიღაცამ გააკეთა გათვლები და აღმოჩნდა, რომ მთლიანი კონტენტის სანახავად ასობით მილიონი საათი დაგვჭირდება!
ამასთან, აქ არის დამალული გაფრთხილება – დიდი .
არცერთ მომხმარებელს არ აქვს წვდომა სრულ კონტენტზე. ეს სიმართლეა. Netflix-ი ზღუდავს ხელმისაწვდომი კონტენტის ოდენობას, რომელზეც თქვენ, როგორც ფასიან მომხმარებელს მიგიწვდებათ ხელი.
სხვადასხვა სტრატეგიული მიზეზების გამო, ისევე როგორც უამრავი სამართლებრივი რეგულაციის გამო, სტრიმინგის ინდუსტრიის წამყვანი სერვისი აფერხებს მათი მომხმარებლების წვდომას კონტენტზე, იმის გათვალისწინებით, თუ მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ ისინი.
ასე რომ, არგენტინაში ვერავინ შეძლებს იმავე კონტენტზე წვდომას, რაზეც კანადაში მაცხოვრებელი მომხმარებელი და პირიქით.
მე ეს მიუღებლად მიმაჩნია და მომხმარებლების უმეტესობა მეთანხმება ამაში. დღესდღეობით, სტრიმინგის სერვისის მომხმარებლებს ერთი რამ აქვთ საერთო, ეს არის მათი სურვილი ქონდეთ წვდომა კონტენტზე.
ამიტომ, დღეს მე გაგიმხელთ თუ, როგორ უნდა გამოიყენოთ VPN-ი Netflix-ის მთელი კატალოგის სანახავად!
საუკეთესო VPN-ი Netflix-ის საყურებლად 2021-ში
3000 VPN სერვერი სერვერის პოზიციები: 160 24/7 ლაივ-დახმარება ქვეყნები: 94 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია!
ერთ-ერთი საუკეთესო VPN სერვისი 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტიით, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ExpressVPN-ს და ნახოთ, თუ რამდენად ერგება თქვენს საჭიროებებს. ისინი მხარს უჭერენ თითქმის ყველა მოწყობილობასა და ოპერაციულ სისტემას და აქვთ 24/7 მომხმარებლის დახმარება.
VPN- სერვერები: 5570+ გამოყოფილი IP-სერვერები Windows, macOS, Linux, Android, iOS ქვეყნები: 58 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია!
NordVPN დიდი ხანია განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდი კიბერ უსაფრთხოების სფეროში. სერვერების ერთ-ერთი ყველაზე ფართო შემოთავაზება ჩემს სიაში და ყველაზე დიდი მხარდაჭერა თითქმის ყველა ოპერაციული სისტემებისთვის, NordVPN აშკარა არჩევანია ბევრისთვის. მათ 24/7 მომხმარებელთა დახმარების სერვისი აქვთ, იმ შემთხვევაში თუ დახმარება გჭირდებათ დაწყებისას და ინსტალაციისას. მათი აპი ერთ–ერთი ყველაზე კარგად შემუშავებული აპლიკაციაა, რომელთანაც მე ოდესმე შეხება მქონია და გირჩევთ გამოიყენოთ ეს VPN თქვენს მობილურ მოწყობილობაზე. NordVPN იღებს ყველა მნიშვნელოვან საკრედიტო ბარათს და კრიპტოვალუტებსაც დიახ, შესაძლებელია კრიპტოვალუტით გადახდაც!
ექვსი თვის უფასო სერვისი სერვერის პოზიციები: 55+ Android/iOS მხარდაჭერა სერვერები: 100+ 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია!
UltraVPN არის სწრაფი VPN სერვისი, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კეთილგანწყობაზე და ეს შესამჩნევია მისი გამოყენებისას, როგორც დესკტოპის, ასევე მობილური აპლიკაციისთვის. მხოლოდ ერთი UltraVPN გამოწერით, თქვენ გაქვთ წვდომა VPN-ზე თქვენს ყველა მოწყობილობაზე, დაყენება ძალიან მარტივია.
სერვერები: 6300 შვიდი ერთდროული მოწყობილობა Netflix სერვერები ქვეყნები: 90 45-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია!
CyberGhost მრავალი ტექნოლოგიური ექსპერტის პირველი არჩევანია და ამის მიზეზი აშკარაა; მათ აქვთ სრული VPN სერვისი. დამატებითი ფუნქციების წარმოუდგენელი რაოდენობა საუკეთესოდ შეეფერება უფრო გამოცდილ მომხმარებლებს და უნაკლოდ მუშაობს ისეთი ოპერაციების დროს, როგორიცაა P2P-ფაილების გაზიარება. Cyberghost VPN–ს ასევე აქვს ყველაზე გახანგრძლივებული თანხის დაბრუნების გარანტია სრული 45 დღის განმავლობაში.
სერვერები: 1700 ქვეყანა: 64 ხელმისაწვდომი VPN შეუზღუდავი კავშირები 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია!
Surfshark VPN შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს იაფი და საიმედო VPN, რომელსაც ასევე აქვს მრავალი დამატებითი ფუნქცია. „Camouflage Mode“ მალავს თქვენს აქტივობებს თქვენი ISP-დან, „Kill Switch“ ზღუდავს თქვენს კავშირს. ეს იცავს თქვენს ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ დროებით გაწყდა კავშირი ინტერნეტთან, "MultiHop" გამოიყენება რამდენიმე ქვეყნიდან ერთდროულად დასაკავშირებლად. Surfshark-ის ჩემი საყვარელი თვისებაა "Whitelists", რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამორიცხოს კონკრეტული აპლიკაციები და პროგრამები VPN კავშირიდან!
სერვერები: 1048+ ქვეყანა: 54+ 2-10 ერთდროული მოწყობილობა შეუზღუდავი ტრაფიკი 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია!
ProtonVPN მდებარეობს შვეიცარიაში და გთავაზობთ VPN უფასო ვერსიას, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო უფასო სერვისია. ხელს უწყობენ TOR-ის გამოყენებასა და P2P ფაილის გაზიარებას, ასე რომ, თუ თქვენ ეგრეთ წოდებული „მეკობრე“ ხართ მაშინ თქვენთვის უკეთესი სერვისი არ არსებობს. მე გირჩევთ ProtonVPN–ს იმ შემთხვევაში, თუ აპირებთ ფართო ონლაინ გაზიარების გაკეთებას.
მაღალი უსაფრთხოება ქვეყნები: 17 3 Netflix ბიბლიოთეკა გადამრთველი 10-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტიაა!
საუკეთესო ალტერნატივა მათთვის, ვისაც სურს კარგი დაცვა მათი VPN პროვაიდერისგან. არცერთ სხვა ოპერატორს არ აქვს ისეთივე დონის ფიზიკური უსაფრთხოება, როგორიც აქვს OVPN-ს. ყველა მათი სერვერი მუშაობს ყოველგვარი მონაცემების შენახვის საშუალების გარეშე. გაყიდვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც მათ გამოარჩევს, არის მათი დაზღვევა. ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთი მომხმარებლების დაზღვევას. როდესაც ზოგიერთი მთავრობა მოითხოვს დოკუმენტებს, მათ ექნებათ რესურსი, რომელიც საჭიროა სასამართლოში სარჩელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სერვერები: 2000+ გადამრთველი ათი ერთდროული მოწყობილობა 180 ადგილმდებარეობა 31-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია!
PureVPN არის ჩემი სიჩქარის ტესტების სათავეში, რაც შესანიშნავი თვისებაა მის მარტივად გამოსაყენებელ ინტერფეისთან კომბინაციაში. PureVPN შესანიშნავია მათთვის, ვისაც PayPal-ით გადახდა სურს. ბევრი სხვა სერვისი მას არ უჭერს მხარს. ახლა, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ 73% ფასდაკლება 2-წლიან გეგმაზე. ამასთან, თუ ეს ვალდებულება ძალიან ხანგრძლივია თქვენთვის, თქვენ გაქვთ სრული გარანტია 31 დღის განმავლობაში ფულის დაბრუნებაზე!
როგორ ვუყუროთ Netflix-ს VPN-ით (ეტაპობრივად)
ნაბიჯი 1.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის VPN-ზე რეგისტრაცია. დღეს, ყველა VPN რაც ჩამოთვლილია VPNetic-ზე მუშაობს Netflix-თან, მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი შეიძლება დაიბლოკოს. ამიტომ “ფულის დაბრუნების გარანტია” აუცილებელია. თუ თქვენი VPN არ მუშაობს Netflix-თან, მაშინ საჭიროა პროვაიდერის შეცვლა.
ნაბიჯი 2.
ახლა თქვენ უნდა დაუკავშირდეთ თქვენს სამიზნე ქვეყანას თქვენი VPN-ით. ამ მაგალითში ჩვენ ვიყენებთ ExpressVPN-ს Netflix-ის ამერიკულ ვერსიაზე წვდომისთვის.
ნაბიჯი 3.
საკმარისია მხოლოდ გადახვიდეთ Netflix-ის ვებგვერდზე და დარეგისტრირდეთ იქ. მზად არის! ეს უფრო მარტივი პროცესია, ვიდრე ბევრი ფიქრობს.
დამბლოკავს თუ არა Netflix-ი VPN-ის გამოყენებისთვის?
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს Netflix-ი ძალიან დახელოვნდა VPN-თან ბრძოლაში და დაიწყო ბევრი VPN სერვისის დაბლოკვა. 2014 წლიდან, სტრიმინგის გიგანტმა დაიწყო VPN-ის საწინააღმდეგო დაცვის გამოყენება, რათა მომხმარებლებმა ლიცენზირებული რეგიონების გარედან, ვერ მიიღონ წვდომა კონტენტზე.
ამასთან, Netflix ვერ დაგიბლოკავთ თქვენ VPN სერვისის გამოყენებას. უარეს შემთხვევაში, როდესაც თქვენ “გამოგიჭერენ” VPN-ის გამოყენებაში, თქვენი რეგიონის გარედან Netflix-ის კატალოგთან დასაკავშირებლად, უბრალოდ ვერ შეძლებთ წვდომას ამ კონტენტზე.
ამასთან, თუ ფრთხილად იქნებით და სათანადო ყურადღებით იმოქმედებთ, თქვენი გამოჭერა არ იქნება იოლი.
შეანელებს თუ არა VPN-ი ჩემო Netflix-ის სტრიმინგს?
თუ გაინტერესებთ თუ როგორ იმოქმედებს VPN-ის გამოყენება Netflix-ზე შესასვლელად, შეანელებს თუ არა იგი თქვენს კავშირს და რა უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენი სტრიმინგის ხარისხზე, პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ.
VPN სერვისის გამოყენება გულისხმობს თქვენს კომპიუტერსა და თქვენს სამიზნე სერვერს შორის მანძილის გახანგრძლივებას; როგორც ასეთი, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი კავშირი შენელდება. ამასთან, იმის გამო, რომ დღევანდელი ინტერნეტის სიჩქარეს, თუნდაც ზომიერს, შეუძლია დიდი რაოდენობით ინფორმაციისა და მონაცემების გადაცემა, VPN სერვერით გამოწვეული შემცირება პრაქტიკულად უმნიშვნელოა.
ასე რომ, მართალია, თქვენი კავშირის რეალური სიჩქარე უფრო შენელებული იქნება, მაგრამ Netflix-ის ყურებაზე იგი გავლენას არ მოახდენს.
ღირს თუ არა VPN-ის შეძენა Netflix-ის საყურებლად?
VPN სერვისები მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის და ონლაინ ფუნქციონალის ფართო არჩევანს.
მხოლოდ ამისათვის ღირს VPN სერვისები მათი ფასი.
ლოგიკურად, თუ თქვენ უკვე ფიქრობთ VPN-ის შეძენას მხოლოდ ამ მიზეზების გამო, Netflix-ის უზარმაზარ ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების კატალოგზე წვდომა, ამ ნაბიჯის ნამდვილად ღირებული ბონუსი იქნება.
ამასთან, თუ თქვენ იხდით ფულს VPN-ში, მხოლოდ Netflix-ის გაუმჯობესებული წვდომის მიზნით. ამ შემთხვევაში, მისი საჭიროება მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერად გსურთ თქვენი სტრიმინგის კატალოგის გაფართოება.
გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უფასო VPN სერვერები, მომხმარებლისათვის საუკეთესო გამოცდილებას გთავაზობთ მხოლოდ ფასიანი VPN სერვისები.
ამასთან ვფიქრობ, რომ VPN-ში გადახდილი ყოველი ცენტი ღირს იმათ რომ თქვენ მიიღებთ წვდომას პეტაბაიტზე მეტ ფილმებსა და სერიალებზე.
რა არის VPN?
VPN, შემოკლებული Ვირტუალური პირადი ქსელი (ვირტუალური კერძო ქსელი), არის ქსელური ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაუკავშიროს კომპიუტერი სხვა კომპიუტერს საჯარო ქსელის საშუალებით, როგორიცაა ინტერნეტი, ყოველგვარი ფიზიკური კავშირის გარეშე.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, VPN საშუალებას აძლევს ორ ან მეტ მოწყობილობას დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გაცვალონ მონაცემები უსაფრთხოდ და ინდივიდუალურად. ისინი ხშირად გამოიყენება ფაილების გაზიარებასთან კომბინაციაში torrent საიტების საშუალებით.
კომპანიები ფართოდ იყენებენ VPN-ს, რათა დაუკავშირდნენ საკუთარ თანამშრომლებს კორპორაციული ქსელების მეშვეობით, და გაცვალონ რესურსები, რასაც სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ. ამასთან, ეს არ არის ვირტუალური ქსელების ერთადერთი გამოყენება.
არსებობს VPN ქსელის ორი ძირითადი ტიპი:
Site-to-Site (საიტიდან საიტზე) VPN
მათ ძირითადად იყენებენ კორპორატიული სუბიექტები, რომლებსაც აქვთ ოფისები სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას. Site-to-site VPN-ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაუკავშირდნენ ერთდროულად სხვადასხვა ქსელებს.
დისტანციური წვდომის VPN
ამ ტიპის VPN საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაუკავშირდნენ დისტანციურ ქსელს პროგრამის საშუალებით, მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით შექმნან დაშიფრული არხი, ქსელსა და მომხმარებლის კომპიუტერს შორის მონაცემთა უსაფრთხო გაცვლის მიზნით.
ყველაზე გადამწყვეტი დეტალი, რომელიც უნდა გახსოვდეთ დისტანციური წვდომის VPN-ებთან ურთიერთობისას არის ის, რომ თქვენი IP მისამართი დაფარული რჩება მთელი კავშირის განმავლობაში. ქსელი დაინახავს მხოლოდ VPN სერვერის IP მისამართს.
უფრო მეტიც, იმის გამო, რომ არსებობს VPN სერვერები IP მისამართებით, ფაქტობრივად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, შეგიძლიათ გვერდი აუაროთ ნებისმიერ გეოგრაფიულ ფილტრს, რომელიც შეიძლება Netflix-მა გამოიყენოს. სწორად გამოყენების შემთხვევაში, VPN-ი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ წვდომა ყველა ფილმზე, სერიალზე, დოკუმენტურ ფილმზე და რეალითი შოუზე, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობთ.
ასე რომ, როგორ გამოვიყენოთ VPN-ი Netflix-ის გეო-ფილტრი გვერდის ავლის მიზნით? ამის გასარკვევად, განაგრძეთ კითხვა.
იმუშავებს უფასო VPN-ი Netflix-თან?
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს VPN უფასო და ფასიანი სერვისები, ისინი ყველა მუშაობს თითქმის ერთნაირად. თქვენ ქმნით მომხმარებლის ანგარიშს და ირჩევთ სერვერის ადგილს, საიდანაც გსურთ დაკავშირება.
ეს ძლიან მარტივია.
მოდით ვთქვათ, რომ თქვენ ცხოვრობთ ავსტრიაში და გსურთ წვდომა Netflix-ის შეერთებული შტატებისთვის შექმნილ კატალოგზე.
თქვენი VPN სერვერების სიიდან თქვენ მხოლოდ უნდა აირჩიოთ აშშ-ში მდებარე სერვერი და დაუკავშირდეთ სტრიმინგის სერვისს.
რაც შეეხება Netflix-ს, თქვენ მას დაუკავშირდებით აშშ-ს IP-ის მეშვეობით და ამით მოიპოვებთ წვდომას აშშ-ს კონტენტზე.
დიდი განსხვავება იმაშია, რომ ბევრი უფასო სერვისი აგროვებს თქვენს მონაცემებს, ინტერნეტ აქტივობას და ყიდის მათ მოგების მიღების მიზნით.
ამასთან, არსებობენ არა ჩრდილოვანი ოპერატორებიც – Proton VPN-ის მსგავსი.
ამასთან, თქვენ შეზღუდული ხართ ქვეყნების რაოდენობაში და შესაბამისად Netflix-ის კონტენტში.
რამდენად ლეგალურია VPN-ის გამოყენება Netflix–ის ყურების მიზნით?
არა. მათ არ მოსწონთ ეს, პირველ რიგში, მთელ მსოფლიოში მათი ლიცენზიების გავრცელების გამო.
ისინი იძულებულნი არიან საავტორო უფლებების მფლობელების სახელით იმოქმედონ ამის საწინააღმდეგოდ და ზოგჯერ დაბლოკონ VPN სერვერები.
ამიტომ მნიშვნელოვანია ოპერატორის არჩევა, რომელიც მუდმივად ცდილობს შეცვალოს შემოვლითი გზები.
გამოყენებული მასალა
- Greenberg, J. (2016). Netflix’s VPN Ban Isn’t Good For Anyone-Especially Netflix.
- Khan, M. T., DeBlasio, J., Voelker, G. M., Snoeren, A. C., Kanich, C., & Vallina-Rodriguez, N. (2018, October). An empirical analysis of the commercial vpn ecosystem. In Proceedings of the Internet Measurement Conference 2018(pp. 443-456).
- Dingham, S., & Gray, J. (2015). What’s VPN, are they legal, and does Netflix care Canadians use them.The Globe and Mail.
- Hern, A. (2015). Why Netflix won’t block VPN users–it has too many of them.The Guardian.
ენები
ჩვენი მისამართია.
SUP46, Start-Up People of Sweden, Regeringsgatan 6th floor, Stockholm
დაგვიკავშირდით.
ავტორი Per-Erik Eriksson
პერ-ერიკ-ერიკსონი არის VPNetic–ის მთავარი ავტორი. ყველაფერი რაც აქ წაიკითხეთ, მის ან მისი ერთ-ერთი კოლეგის მიერ დაწერა. პერ-ერიკს 10 წლის გამოცდილება აქვს კიბერ უსაფრთხოების სფეროში და მანამდე მუშაობდა Microsoft– ში, როგორც პროგრამული ინჟინერი.
Სარჩევი